LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: ოპოზიციას კომპრომისი შევთავაზეთ, მაგრამ მივიღეთ ფეხების ბაკუნი, შიმშილობა, ან ბოიკოტი ან არაფერიო

138
ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციას კომპრომისი შევთავაზეთ, მაგრამ მივიღეთ ფეხების ბაკუნი, შიმშილობა, ან ბოიკოტი ან არაფერიო, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ისურვებდა „ქართული ოცნების“ ლიდერებს ისეთი სანქციები დაუწესონ, რომელიც „მაგნიტსკის სიას“ გაუთანაბრდება.

„მარტივ კითხვას ვსვამთ დანარჩენ ოპოზიციასთან, როგორ ვამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ ბოიკოტით? 4 ოქტომბრამდე რას ვაკეთებთ და 5 ოქტომბერს დილით რომ ვიღვიძებთ, რას ვაკეთებთ? ჩვენ კომპრომისული ვერსიებით მივდიოდით, ვამბობდით, რომ თქვენ გინდათ ბოიკოტი, ჩვენ გვინდა არჩევნები, მაშინ ვიფიქროთ კომპრომისებზე.

მეორე დღეს მივედით შეხვედრაზე და ასეთი კომპრომისი ვუთხარით – 64 მუნიციპალიტეტია საქართველოში, 63-ში გამოვაცხადოთ ბოიკოტი და ვიბრძოლოთ თბილისში ან მეორე ვერსია, რომელიც მე უფრო მომწონს – ბოიკოტი მთელ საქართველოში, მაგრამ ექვს დიდ ქალაქში, სადაც ოპოზიცია ყოჩაღად არის, გავმართოთ ბრძოლა იმიტომ, რომ ამ ძალების დივერსიფიცირებას მართლა მოვახდენთ. იქიდან მოვისმინეთ მარტო ფეხების ბაკუნი, შიმშილობა და ან ბოიკოტი ან არაფერიო.

ჩვენ ძალიან მარტივ რაღაცას ვეუბნებით იმ ხალხს, ვინც ილანძღება და იფურთხება – მართლა გულით გვინდა, რომ დავამარცხოთ ეს ხელისუფლება, მაგრამ ბოიკოტში ვხედავთ უმოქმედობას. ჩვენ ვამბობთ, რომ წაგებულ ბრძოლაში შევიდეთ, არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ რამეს მოვიგებთ, მაგრამ შეგვიძლია, რომ ძალიან ავადუღოთ პროცესი“, – აღნიშნა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g