LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: „თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი კახა კალაძე კიდევ ერთ ურბანულ კოშმარს უმზადებს ამ ქალაქს“

160
ალეკო ელისაშვილი და კახა კალაძე

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ნაძალადევში ვაგონშემკეთებელი ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე 51 კორპუსის აშენება იგეგმება.

როგორც ელისაშვილმა ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, ნაცვლად იმისა, რომ ეს სივრცე მერიას გამოესყიდა და რეკრეაციულ-მწვანე ზონად ექცია, „კიდევ ერთ ურბანულ კოშმარს უმზადებს დედაქალაქს“.

ელისაშვილის თქმით, „კახა კალაძე არის ყველაზე მექრთამე მერი, რაც კი თბილისს თავისი არსებობის განმავლობაში ჰყოლია“.

ლევან ხაბეიშვილი: „ცინიზმის მწვერვალია, როცა „ოცნება“ ამბობს, რომ ებრძვიან კორუფციას და ამ დროს მერობის კანდიდატად ყველაზე კორუმპირებულ ადამიანს, კალაძეს წარადგენენ – ივანიშვილი თირკმელს გააყიდვინებს და 800 მილიონს მიატანინებს“

„თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე, კორუმპირებული მერი კალაძე, რომელიც ჯერ კიდევ მერია, კიდევ ერთ ურბანულ კოშმარს უმზადებს ამ ქალაქს. ჩვენ ახლა ვართ ნაძალადევში, ვაგონშემკეთებელი ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე. ეს ქარხანა არ ფუნქციონირებს და ქალაქის უშუალო შუაგულში არის მოქცეული.

ქალაქის ნებისმიერი პატიოსანი ხელმძღვანელი, ნებისმიერ ცივილიზებულ ქალაქში ცდილობს, რომ ასეთი ტერიტორიები ქალაქის სასარგებლოდ გამოიყენოს, ააშენოს პარკები, რეკრეაციული ზონები, სკვერები, სათამაშო მოედნები, სპორტული ობიექტები, იყოს მშენებლობაც, მაგრამ ძალიან მიზერული.

ასეთი შესაძლებლობები და ტერიტორიები, რომელიც ძალიან ცოტა დარჩა თბილისის შუაგულში, მაქსიმალურად ხალხის და ქალაქის ინტერესებისთვის უნდა გამოიყენოს. რას აკეთებს კალაძე?“ – განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილი აცხადებს, ნინო წილოსანთან ერთად ერთად მოწილე იყო „იმედის“ მფლობელი, ირაკლი რუხაძე, რომლებმაც შემდეგ ეს ტერიტორია გაყიდეს.

„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

„ვინ იყიდდა თუ არა კალაძის „მარჯვენა ხელი“, მისი კორუფციული სქემის შემოქმედი და ბუღალტერი, ილია წულაია. აქაც აპირებენ ააშენონ 51 კორპუსი. 15- სართულიანზე ნაკლები არ იქნება არცერთი, ეს გეგმა შეითანხმეს აპრილში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მფარველობს კალაძე. ყველაზე მექრთამე მერი, რაც კი თბილისს თავისი არსებობის განმავლობაში ჰყოლია“. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g