„ყველა განათლებული, გულანთებული ამომრჩეველი ხვალ არჩევნებზე უნდა მივიდეს და ხმა უნდა მისცეს ირაკლი კუპრაძეს თბილისის მერობის კანდიდატად“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვინც 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე არ მივა, მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძე.
გიორგი კალანდარიშვილი: „ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777-ზე ტრადიციული წესით ჩატარდება, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს
ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება და ყველა მათგანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად – ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, არჩევნები, რომლის შედეგადაც მოქალაქეები 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევენ, 08:00 საათზე […]
„იოლად არაფრის დათმობას ვაპირებთ. ყველგან, სადაც შესაძლებელია, უნდა ვიბრძოლოთ და ვიბრძვით. ყველას მოვუწოდებ, რომ ეს გაჯიქება და ერთმანეთისთვის ჯიბრში ჩადგომა არაფერს კარგს არ მოგვიტანს. არჩევანი არის ძალიან მარტივი, ვინც არჩევნებზე არ მიდის, განსაკუთრებით ოპოზიციონერი ამომრჩეველი, ის მხარს უჭერს კალაძეს.
ეს არის მარტივი ამბავი. ყველა დაფიქრდეს, რა გვირჩევნია, თბილისის მერი 5 ოქტომბერს იყოს ისევ კახა კალაძე, თუ ირაკლი კუპრაძე? მარტივი არჩევანია და თქვენი გულის კარნახით მოიქეცით, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ყველა განათლებული, გულანთებული ამომრჩეველი ხვალ არჩევნებზე უნდა მივიდეს და ხმა უნდა მისცეს ირაკლი კუპრაძეს თბილისის მერობის კანდიდატად“. – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.