LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

161
ალეკო ელისაშვილი

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელიც 4 დეკემბერს დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატი: „დაკავებისას ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელდა სერიოზული ძალადობა – ცემის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი, სახეზე აქვს დაზიანებები, ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები, შესაძლოა, ნეკნი მოტეხილი ჰქონდეს“

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად ალეკო ელისაშვილიც.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი, 4 დეკემბერს, სამართალდამცავებმა „ქორთიად მარიოტთან“ იმ დროს დააკავეს, როცა 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა. მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

„ვიფიქრე, ხომ არ გააფრინა-მეთქი, „რა დღეში ხარ ბიჭო“-თქო, მითხრა: შენ გეუბნები, შენი დედაო, უცბად დამარტყა“ – რას ჰყვება ალი ბაბაევი, რომელიც ალეკო ელისაშვილს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ალეკო ელისაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს

მიხეილ სააკაშვილი: „ალეკო ელისაშვილმა თქვა: სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო, ალეკო, ახლა შენც მოგიყვანეს ამ ციხეში, ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი ხარ“

ალი ბაბაევი: „ელისაშვილმა სამჯერ ან ოთხჯერ დამარტყა, წიხლი რომ დამარტყა, თავი და წელი პანდუსს დავარტყი – ეს არის პოლიტიკური შეურაცხყოფა, როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად“

ფოტო სლაიდზე: მთავარი არხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g