ცნობილი რომანის „გადამალვა“ ავტორი, „საბას“ მფლობელი, მწერალი ალეკო შუღლაძე 26 ტებერვალს 1000 მშობლის მარშში მონაწილეობისკენ სპეციალურად გავრცელებული ვიდეოთი მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, ვინც, მისი მოსაზრებით, გაუნათლებელი და ბოროტი ხალხის წინააღმდეგია.
„საქართველოში ბევრი გაუნათლებელი და ბოროტი ადამიანი ცხოვრობს. მათი უგუნურება და უმეცრება უკვე დიდი ხანია, დანაშაულშია გადაზრდილი. მათმა ბნელმა და დემონურმა თვისებებმა სიცოცხლე მოუსწრაფა არაერთ ახალგაზრდას. ისინი აგრძელებენ თარეშს და კიდევ ბევრ ადამიანს მოკლავენ, ანდა თვითმკვლელობას აიძულებენ.
მათ ზურგს უმაგრებს უმსგავსო ტრადიციები, ფანატიზმი, მხეცური ბუნება და გულგრილობა სახელმწიფოსა და ჩვენი მხრიდან. ისინი სინამდვილეში ადამიანები არც არიან, ისინი არიან ველურნი.
მე ვუერთდები მოძრაობას, 1000 მშობლის მარში, რომელიც ამ ველური აზროვნებისა და წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ არის მიმართული. გთხოვთ, თქვენც შემოუერთდით“.