LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო თეთრაშვილს ცუცა კაპანაძე ემშვიდობება: „საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ ვერ გნახე, ჩამოსული რომ ვიყავი, ტელევიზიაში ვერ შეძელი მოსვლა და მითხარი, არ წახვიდე ჩემი უნახავიო…“

1343
ცუცა კაპანაძე

მსახიობ ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალებას ეხმიანება მისი დიდი ხნის მეგობარი და თეატრსა თუ „პა-სეანსში“ პარტნიორი, ცუცა კაპანაძე, რომელიც კოლეგასთან ერთად გადაღებულ ფოტოს და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„ალეკო… როგორ გვატკინე ყველას გული, როგორ ვანუგეშო შენი ლამაზი ოჯახი, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ისე მიჭირს შენზე წარსულში საუბარი, 48 წელი ერთად თეატრში, „პა-სეანსი“, იუმორინა, საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ ვერ გნახე, ჩამოსული რომ ვიყავი, ტელევიზიაში ვერ შეძელი მოსვლა და მითხარი, არ წახვიდე ჩემი უნახავიო… გითხარი, ამაღამ მივფრინავ და ბოდიში, მაგრამ მალე ვბრუნდები და მერე ხშირად გნახავ-მეთქი… ჩამო, ჩამო, ჯიგარო დავუბრუნდეთ თეატრს და ტელევიზიას, გეყო ამერიკაო. რამდენი კარგი ამბავი და კურიოზი მახსენდება ახლა ჩვენზე, ჩემო უნიჭიერესო და კეთილო მეგობარო. მშვიდობით, ჩემო კარგო, სასუფეველი შენს სულს, შევხვდებით იქ, სადაც მართალნი განისვენებენ…“

„ჩემი ალეკო თეთრაშვილი აღარ მყავს“ – მსახიობი ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა

„აღარაა საოცარი ადამიანი… საოცრად დამენანა, ყველა დღესასწაულს მილოცავდა“ – თიკა ფაცაცია გარდაცვლილ ალეკო თეთრაშვილს ემოციურ სტატუსს უძღვნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g