სულ რაღაც ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ალექს როდრიგესმა ჯენიფერ ლოპესს ხელი სთხოვა, 43 წლის ექს-ბეისბოლისტი კი უკვე მომავალი მეუღლის ღალატში დაადანაშაულეს.
საქმე ისაა, რომ ა-როდის ყოფილმა კოლეგამ, ხოსე კანსეკომ სოციალურ ქსელში სკანდალური განცხადება გაავრცელა, სადაც როდრიგესს არამზადა უწოდა.
Alex Rodriguez stop being a piece of shit stop cheating on Jennifer Lopez
— Jose Canseco (@JoseCanseco) March 11, 2019
კანსეკოს ინფორმაციით, ჯეი ლოს წარმოდგენაც კი არ აქვს, ვინ არის სინამდვილეში მისი რჩეული, რადგან როგორც ხოსე განმარტავს, 49 წლის მომღერალს ბოიფრენდი მის ცოლთან, ჯესიკასთან ღალატობდა.
Watching World of Dance watching J.Lo text Alex Rodriguez little does she know that he is cheating on her with my ex-wife Jessica poor girl she has no idea who he really is
— Jose Canseco (@JoseCanseco) March 11, 2019

,,მზად ვარ ჩემი სიტყვები სიცრუის დეტექტორზე დავამტკიცო”, – დასძინა 54 წლის ათლეტმა.
I am willing to take a polygraph to prove that what I'm saying about Alex Rodriguez is 100% accurate
— Jose Canseco (@JoseCanseco) March 11, 2019
მიუხედავად იმისა, რომ ალექს როდრიგესი ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს, არ არის გამორიცხული, რომ მან ხოსე კანსეკოს გამოწვევა მიიღოს და ტყუილის შემთხვევაში მას კრივში დაუპირისპირდეს.
Alex Rodriguez I challenge you to a boxing match or an MMA match anytime you want
— Jose Canseco (@JoseCanseco) March 11, 2019