ბეისბოლისტმა ალექს როდრიგესმა ახალი პირადი თვითმფრინავი შეიძინა. სწორედ ამ ახალი ტრანსპორტით გეგმავს ის შობისთვის ბაჰამის კუნძულებზე გამგზავრებას და ჯენიფერ ლოპესთან და მის და საკუთარ შვილებთან ერთად დღესასწაულის შეხვედრას.
თვითმფრინავში 14 ადგილია და ის ვარსკვლავის წინა ტრანსპორტს თითქმის ორჯერ აღემატება.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი და სპორტსმენი ერთად მიდმინარე წლის გაზაფხულიდან არიან. არაოფიციალური ინფორმაციით, როდრიგესი შობას ჯენიფერ ლოპესს ხელს სთხოვს.