LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრ სირსკი: „ფრონტზე სიტუაცია ძალიან რთულია – რუსეთი პოკროვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით აქტიურ შეტევებს ამზადებს“

105
ალექსანდრ სირსკი

„ფრონტზე სიტუაცია ამჟამად ძალიან რთულია, რუსეთის ფედერაცია შეტევით ოპერაციას აგრძელებს“, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად, მტერი ორ მთავარ მიმართულებაზე გადაჯგუფდება და კონცენტრირდება:

„დადეთ შეთანხმება, შეთანხმება უნდა დადოთ“ – დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს

ვლადიმირ პუტინი: „ტრამპის ადმინისტრაცია საკმაოდ ენერგიულ და გულწრფელ ძალისხმევას იჩენს საომარი მოქმედებების შესაჩერებლად“

აღნიშნულის თაობაზე პუტინმა, ალასკაზე აშშ-თან დაგეგმილ სამიტამდე ერთი დღით ადრე რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„ეს არის პოკროვსკის მიმართულება, რომელიც რუსებისთვის გადამწყვეტი რჩება. ახლა მტერს თავისი ქვედანაყოფები სუმიდან ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაჰყავს. ანუ ეს იქნება მეორე მიმართულება, სადაც მტერი აქტიური შეტევითი მოქმედებების დაწყებას გეგმავს“, – აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

„მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის ჩატარების შესახებ – ორშაბათს ტრამპს ვაშინგტონში შევხვდები“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

როგორც მანვე აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, ზაპოროჟიეს მიმართულებით დაბალი ინტენსივობის მოქმედებები გრძელდება, თუმცა ოკუპანტები ცდილობენ იქ ძლიერი დარტყმის მიყენებას, რაც ერთი წლის წინ იყო დაგეგმილი.

„გახსოვთ, რომ კურსკის ოპერაციამ უბრალოდ ჩაშალა მათი გეგმები“. – აღნიშნა ალექსანდრ სირსკიმ.

BBC: „დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე დასწრება მარკ რუტემ და კირ სტარმერმაც დაადასტურეს“

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ომის დასრულების მცდელობებს ართულებს. „ვხედავთ, რომ რუსეთი…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on Sunday 17 August 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g