ქართველი მოდელი, ალექსანდრა პაიჭაძე ფეხმძიმედაა. ამის შესახებ მან „ფორმულას” ეთერში, გადაცემა „ქალებში” განაცხადა. თუ ვინ არის ბავშვის მამა, ამ საკითხზე ალექსანდრა არ საუბრობს.
“წარმომედგინა, რომ ასეთი მასშტაბური Gender Reveal Party გვექნებოდა, მე და ჩემ სიყვარულებს!
მადლობა, ყველას ვინც ჩემი გულითადი საიდუმლო უთქმელად ატარა, მათაც, ვინც უთქმელად ვერ ატარა, მათაც ვინც დაიჯერა, ან არ დაიჯერა, მინდოდა, მხოლოდ დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე…
მადლობა, ჩემ სიყვარულს, ამხელა ძალისთვის და ჩემი თვითრწმენის უმაღლეს დონეზე გაზრდისთვის, დაფასებისა და მოფრთხილებისათვის..
მადლობა, ქალებს, ამ გადაცემამ, ურთულესი პერიოდი, სრულ სიცილ-ხარხარში გადამატანინა…. ჩემი ოჯახის წევრები და შვილი, რომელმაც სტიმული მომცა, დავფიქრებულიყავი კიდევ ერთ პატარაზე
მადლობა, სრულიად უცხო გამომწერებს, ასე რომ მგულშემატკივრობთ უანგაროდ და უპირობოდ…. გოგოს დედობა მხვდა წილად, ამ ჯერად, უდიდესი პატივია და დროული!
მადლობა სამყაროს ამ საჩუქრებისთვის….”-დაწერა ალექსანდრამ სოციალურ ქსელში.
