LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრა პაიჭაძე: „ვერ აიტანეს ის, რომ შეიძლება 30 წლის აქტიურ მოდელ გოგოს შეიძლება შეუყვარდეს 50 წლის მამაკაცი, რომელიც ასევე აქტიური და ენერგიულია…“

42018
ალექსანდრა მთავარზე

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ბაია დვალიშვილის გადაცემას ესტუმრა და თავისი მეორე ნახევრის, დავით კოდუასა და ქალიშვილის შესახებ ისაუბრა.

ალექსანდრა პაიჭაძე:

„ჩემი ქალიშვილი 4 თებერვალს სამი თვის გახდება. მის გაჩენას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ჯერ არ სჯეროდათ, რომ ორსულად ვიყავი, ბოლოს, როცა შვილი შემეძინა, დაიჯერეს. ჩემი ახლანდელი ცხოვრება არ არის ისეთი პასიური, როგორიც მეგონა. არ ველოდებოდი და გავიარე დეპრესიაც…

ყველამ იცოდა ჩემი და დათოს ურთიერთობა. დავწერე პოსტი და ამას მოჰყვა უარყოფითი რეაქცია. ვერ აიტანეს ის, რომ შეიძლება 30 წლის აქტიურ მოდელ გოგოს შეიძლება შეუყვარდეს 50 წლის მამაკაცი, რომელიც ასევე აქტიური და ენერგიულია. ათასი შეურაცხყოფა მიაყენეს, იმიტომ, რომ არის 50 წლის. ამ ყველაფერს ხომ ჩემი მეუღლეც კითხულობდა. ბებერიო, ეს ხომ უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმაა. არ არის ბებერი ეს ადამიანი… ნეტავ, ისეთი ენერგიულები, მიზანდასახულები იყვნენ, როგორიც ის არის… ვხედავდი, რომ გული სწყდებოდა. მართლა ასეთი ცუდი და შეუფერებელი ვარო?! ამაზე ძალიან მწყდებოდა გული…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g