„ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი“ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
კლინიკის ცნობით, ახალშობილი ალექსანდრე, რომელიც 28-ე კვირაზე, 700 გრამი დაიბადა, დღეს ჰოსპიტლიდან გაწერეს:
„ალექსანდრე 28-ე კვირაზე, 700-გრამიანი წონით მოევლინა სამყაროს. სამთვიანი ურთულესი პერიოდის შემდეგ, დღეს სრულიად ჯანმრთელი გაეწერა კლინიკიდან.
ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უსურვებს პატარა ალექსანდრეს აქვე, გულითადი მადლობა ჩვენს გუნდს“, – აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ალექსანდრე 28-ე კვირაზე, 700 გრამიანი წონით მოევლინა სამყაროს. სამთვიანი ურთულესი პერიოდის შემდეგ, დღეს სრულიად…
Posted by Bau International Hospital on სამშაბათი, 16 ივლისი, 2024
