LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ახალკაციშვილის კოლექციის ჩვენება

147

Mercedes-Benz  Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში დიზაინერ ალექსანდრე ახალკაციშვილის კოლექციის ჩვენება გაიმართა. უცხოელი ბაიერები დაინტერესდნენ ქართველი დიზაინერით და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ კოლექცია სანამ ქართველი მოდის მოყვარულებისთვის გახდებოდა ცნობილი – პარიზში წარსდგა. ალექსანდრემ დაკვეთები პარიზის შემდეგ უკვე მიიღო.

კოლექციის იდეა ძალიან საინტერესოა. ეს არის ორი სულის ერთ სხეულში თანაცხოვრება და მათი დროსა და სივრცეში ურთიერთდაპირისპირება.

„იდეალური მდგომარეობა დღეს ძალიან რთული მოსაძებნია. ყველაფერი სხვა ფაზაშია გადასული. დამოკიდებულებები შეცვლილია და ბალანსი დარღვეული – რაც ქაოსს ქმნის“, – აღნიშნა ალექსანდრე ახალკაციშილმა.

დიზაინერმა კი თავისი კოლექციით გვაჩვენა თანხვედრა და გაწონასწორება ერთ სივრცეში, მოიტანა ის ემოცია, რაც თანხვედრას ახლავს. ალექსანდრემ მოახდინა იდეალიზება მდგომარეობის, რომელიც წამიერია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები