„ჩხრეკისას რაიმე საპროცესო ნორმა დაირღვა? მე ვფიქრობ, არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, ამ შემთხვევაში, არსებობს შესაბამისი წესები, რომ გაასაჩივრონ“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
შსს მინისტრის მოადგილე, ფონდების ხელმძღვანელების და სამოქალაქო აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკასთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, საცხოვრებელ სახლებთან პოლიცია საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დასაცავად იყო მობილიზებული.
ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
„ჩხრეკაზე მოვიდნენ ჩემთან. ყველა ფონდის დამფუძნებელთან შევიდნენ,“ – წერს ჟორჟოლიანი.
„მოგეხსნებათ, გამოძიება დაწყებულია კონკრეტული მუხლებით. საკმაოდ მძიმე მუხლებია, რითაც გამოძიება არის დაწყებული და შესაბამისად, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. პირად საცხოვრებელში ჩხრეკა არის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში და სწორედ ამიტომ არის დადგენილი ჩვენი კონსტიტუციით და საპროცესო კოდექსით, რომ საჭიროა მოსამართლის განჩინება.
რასაც მე ვუყურე პირდაპირ ეთერში და რა განცხადებაც გააკეთა გენერალურმა პროკურატურამ, არსებობდა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ კონკრეტული პირების პირად საცხოვრებელ სივრცეში ჩატარებულიყო ჩხრეკა. არსებობდა სათანადო დასაბუთება, იმიტომ, რომ მოსამართლემ ჩათვალა საჭირო, რომ აქ აუცილებელი იყო მსგავსი ღონისძიების განხორციელება. პოლიცია იყო ადგილზე მობილიზებული საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დასაცავად.
„ნანუკა ჟორჟოლიანს ერჩიან იმიტომ, რომ შურთ და ეშინიათ მისი ნიჭიერების, გაბედულობის, სილამაზისა და გონიერების“ – მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება შურისა და შიშის შედეგია.
ადვოკატები მონაწილეობდნენ [პროცესში], მათ ალბათ, ექნებათ, შესაბამისი საპროცესო გარანტიების ფარგლებში მასალებზე წვდომა და შესაბამისად, შეუძლიათ, რომ კონკრეტული ღონისძიებები გაასაჩივრონ, ან შესაბამისი პროცედურები წარმართონ, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.
რაც შეეხება კონკრეტულ პროცედურულ საკითხებს – არსებობს შესაბამისი წესები. თუ რამე დაირღვა [ჩხრეკის ჩატარებისას], არსებობს იმ წესების გასაჩივრების მექანიზმები. რაიმე საპროცესო ნორმა დაირღვა? მე ვფიქრობ, რომ არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, ამ შემთხვევაში არსებობს შესაბამისი წესები, რომ გაასაჩივრონ. არსებობს მექანიზმები, იციან ადვოკატებმა, ჩაიხედონ იმ მუხლებში და თუ რამეს არ ეთანხმებიან, [გაასაჩივრონ],“ – განაცხადა დარახველიძემ.
თბილისში, საცხოვრებელ სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
უწყების განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, განჩინებები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა.
კითხვაზე, თუ რატომ გახდა დიდი რაოდენობით პოლიციელის მობილიზება საჭირო ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან, შს მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ „პოლიცია იყო მობილიზებული იმ რაოდენობით, რაც აუცილებელი იყო ამ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩასატარებლად“. მისი თქმით, „არავითარი საჩვენებელი რეპრესიები არ ხორციელდება“.
„პოლიცია იყო მობილიზებული იმ რაოდენობით, რაც აუცილებელი იყო ამ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩასატარებლად. რა რაოდენობა იქნება, ეს არის ჩვენი შიდა სამუშაო. ჩვენ თავად ვაფასებთ, რა რაოდენობის პოლიციელი გამოვიყვანოთ კონკრეტულ ღონისძიებაზე, იმისათვის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს შესაბამისი ღონისძიება. არავითარი საჩვენებელი რეპრესიები არ ხორციელდება. ხორციელდება ის, რაც გვაქვს ჩვენ კანონით ნაკისრი ვალდებულება. ვაკეთებთ იმას, რაც განსაზღვრულია,“ – განაცხადა დარახველიძემ.
„ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებთ, ბორკილებს დაგადებთო“ – რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ
„თუ წინა განცხადებაში იყო „სახელმწიფოს გადატრიალების დაფინანსება“ და ასე შემდეგ, დღეს ეს ყველაფერი მოხსნილია. იქ არის ის, რომ პირდაპირ წერია ქველმოქმედების გამო წაგვიყენეს ბრალი“ – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, 29 აპრილს, პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე ფონდების ხელმძღვანელი პირების – ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს.
პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება.
სალომე ზურაბიშვილი: „რეიდები ავტორიტარული რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობაა, რომ განსხვავებული აზრი ჩაახშოს და დემოკრატიული ხმები გააჩუმოს – შესაძლოა, რეჟიმმა შიშის დათესვა სცადოს, მაგრამ ეს ჩვენს სიმტკიცეს მხოლოდ გააძლიერებს. ხალხი არ გაჩუმდება!“
მეხუთე პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი, დღეს რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას, სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება.