LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ელისაშვილი : გამშიფრეს!

140

ეკა ბესელიას განცხადებას, რომ ალექსანდრე ელისაშვილს პატიმრები და ქალები ძულს, საკრებულოს წევრი „ფეისბუქზე“ ეხმიანება.

“გამშიფრეს :)))))) ჟურნალისტებო, ძალიან გთხოვთ, ბესელია-კობახიძე რამდენი ასეთ საოცრებას იტყვიან, იმდენი ნუ მიფეთქებთ ტელეფონს. ბესელია-კობახიძეს აქვთ, რა თქმა უნდა, ფანტაზიის უფლება, მაგრამ მათ ფანტაზიებს ჩემთან მუდმივად ნუ გადაამოწმებთ ხოლმე.

ძალიან გარკვევით გავიმეორებ: მე ველოდები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ! ხოლო მანამდე:

ა) შეუჩერდეს ეკა ბესელიას საპროკურორო საბჭოს წევრობა;

ბ) შეუჩერდეს გამოძიების დასრულებამდე მანანა კობახიძეს პარლამენტის ვიცე სპიკერის თანამდებობრივი უფლებამოსილება;

გ) გიორგი გოგაძეს შეუჩერდეს გამოძიების დასრულებამდე მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის უფლებამოსილება;

“ამან ის თქვა, იმაზე რას უპასუხებთ” – არ მაინტერესებს,“ – წერს ელისაშვილი.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილ ხელმძღვანელს, დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს “სახიფათო მატყუარას” უწოდებს.

“ელისაშვილი ჩემთან ერთად ეთერში არ ჯდება, რადგან ეშინია საზოგადოებას თვალებში შეხედოს. პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახონ, რა სახიფათო მატყუარასთან გვაქვს საქმე, ამიტომ მე მოთხოვნას ვტოვებ ძალაში. ჟურნალისტებთან მაქვს ერთი თხოვნა – დაუსვით მას კონკრეტული კითხვა, ეკა ბესელია რა ფორმით, რა საშუალებით, რა მეთოდით ახდენდა მასზე რაიმე სახის ზეწოლას. ეს ადამიანი, არამარტო პატიმართმოძულე, არამედ ქალთმოძულეცაა. ისეთ ეპითეტებს იყენებს, მე არ ვიცი, სად გაიზარდა და რა კულტურისაა. ასეთი ამაზრზენი ფრაზებით თხზავს ტყუილს. მე ამ პროცესს ბოლომდე მივიყვან,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g