LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე კორსანტია კონცერტს გამართავს

501

5 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს ეროვნულო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტს გამართავს მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი, ალექსანდრე კორსანტია. კონცერტის დირიჟორი გახლავთ ნიკოლოზ რაჭველი.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობს სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.

რაც შეეხება პროგრამას,  შესრულდება სერგეი პროკოფიევის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის #3, ალექსი მაჭავარიანის სუიტა ბალეტიდან „ოტელო“ და სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის და ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებები.

პროექტის წარმდგენები გახლავან საქართთველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და აკაკი რამიშვილის ფონდი „ტრადიცია და ინოვაცია“. პარტნიორი: ხელოვანთა კავშირი – Conceptart.

კონცერტი გაიმართება XI საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში. ფესტივალის სამზატვრო ხელმძღვანელი გახლავთ ალექსანდრე კორსანტია.

13282278_1098370996868300_1464278694_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები