LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე მუხაძემ დამავალა, სერგო თეთრაძეზე ძალადობა განმეხორციელებინა – პატიმრის ჩვენება

277

სერგო თეთრაძის წამების საქმეზე სასამართლოში წერილობითი მტკიცებულებების ფარგლებში, ერთ-ერთი პატიმრის, ოლეგ რამიშვილის, ჩვენება წაიკითხეს. პატიმარი საგამოძიებო უწყებაში მიცემული ჩვენებისას იხსენებს, რომ ალექსანდრე მუხაძემ მას დავალება მისცა, სერგო თეთრაძეზე ძალადობა განეხორციელებინა. პატიმრის ჩვენების თანახმად, როდესაც მან იკითხა, ვისგან მოდიოდა დავალება, ალექსანდრე მუხაძემ განაცხადა, რომ ეს იყო უშუალოდ ბაჩო ახალაიას დავალება.

ალექსანდრე მუხაძემ მაჩვენა ფოტოც და მითხრა, რომ ის კარანტინში იყო და მასთან დამუშავებისშემდეგ შემოიყვანდნენ, თუმცა როდესაც ალექსანდრე მუხაძე, ასევე ოლეგ ფაცაცია, კარანტინში სერგო თეთრაძესთან შევიდნენ,ჩემ მოპირდაპირე საკნიდან ჩხუბის და გინების ხმა მესმოდა, რის შემდეგაც სერგო თეთრაძე ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე დღეს, როდესაც ვიკითხე, თუ რატომ არ შემოიყვანეთ ჩემთან სერგო თეთრაძემეთქი, ოლეგ ფაცაციამ მითხრა, რომ ის საავადმყოფოში გულის შეტევით გარდაიცვალა, – განაცხადა პროკურორმა პატიმარ ოლეგ რამიშვილს ჩვენების წაკითხვისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g