ალექსანდრე ზაზარაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და იხსენებს ფაქტს, როცა შერონ სტოუნმა მისი ვიდეო საკუთარ ანგარიშზე გააზიარა სოციალურ ქსელში:
„იმ დღეს გავიღვიძე, გავხსენი „ინსტაგრამი“, სიახლეებში მომივიდა ინფორმაცია, რომ ვიღაცამ რაღაცაზე მომნიშნა. გავხსენი და ვხედავ, შერონ სტოუნმა მომნიშნა ჩემი „ვოისის“ ვიდეოზე, რომელიც თავის გვერდზე ჰქონდა გაზიარებული. მერე უკვე სტატიები შემხვდა ამის შესახებ, ასეთი დონის „ჰოლივუდის“ ვარსკვლავი რომ აზიარებს შენს ვიდეოს, არც კი ვიცი, ამაზე რა უნდა ვთქვა. მე კიდევ იმაზე ვფიქრობდი, რომ მის უამრავ გამომწერს შორის ჩემთვის საყვარელი მსახიობები და მომღერლები არიან და ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რომ ჩემი ვიდეო მათაც ნახონ. ამ ფაქტმა ძალიან გამაბედნიერა…“
შერონ სტოუნმა ალექსანდრე ზაზარაშვილის ვიდეო გააზიარა: „ეს რა დილა გათენდა“..