მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი ამჟამად საქართველოში იმყოფება. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ის თბილისში, ქუჩაში ცნობილ ჰიტს ასრულებს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა მისი გამომწერებისა და გულშემატკივრების მხრიდან.
გამომწერები არა მხოლოდ ზაზარაშვილის ვოკალურ მონაცემებს, არამედ მის პიროვნულ თვისებებსაც მაღალ შეფასებას აძლევენ. „ეს არის ის ადამიანი, რომელიც არ ივიწყებს თავის ფესვებს“, „თვალს ვადევნებ მის შემოქმედებას — განსაკუთრებული ახალგაზრდაა“, „ყოველ ჯერზე მაოცებს“, „ერთი დიდი სიამოვნებაა მისი მოსმენა“, – უწერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ალექსანდრე ზაზარაშვილი 12 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს. 27 ივნისს ის გორში კონცერტს გამართავს.