LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს მთავრობა 4 ლარით დაასუბსიდირებს

77
ყურძენი

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული 1 კგ. ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანია სუბსიდიის სახით 4 ლარს მიიღებს. ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.

სუბსიდიის მისაღებად ღვინის კომპანია ვალდებული იქნება, ალექსანდროულის ან მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას გადაიხადოს არანაკლებ 7 ლარი და შეისყიდოს არანაკლებ 3 ტონა ყურძენი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება „2022 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 ივლისის №1327 განკარგულებაში.

„კერძოდ, მიმდინარე წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული 1კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას განხორციელდება ღვინის კომპანიის სუბსიდირება 4 ლარის ოდენობით; ამასთან, სუბსიდიის მისაღებად ღვინის კომპანია ვალდებული იქნება მევენახეობის სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ პირს ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას გადაუხადოს არანაკლებ 7 ლარი და შეისყიდოს არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი; გარდა ამისა, როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება, რთვლის მიმდინარეობისას, ღვინის კომპანიების მიერ განხორციელდება ჩამბარებლებთან შეთანხმებული ინფორმაციის (ყურძნის ჩამბარებელი, ჩასაბარებელი ყურძნის ჯიში და რაოდენობა, ყურძნის ჩაბარების ადგილი და დრო) პორტალზე − portal.wine.gov.ge განთავსების შემდგომ“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები