LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსეი ნავალნი: შეშლილ მანიაკ პუტინს ყველაზე სწრაფად ახლა რუსეთის ხალხი შეაჩერებს – ეს ნამდვილად არაა უსარგებლო ომი

1920
ალექსეი ნავალნი

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრის საწინააღმდეგოდ, საპროტესტო აქციების გამართვის მოწოდებით გამოდის. მისი განცხადებით, ეს იმისთვის, რათა წინააღმდეგობა გაეწიოს „პროპაგანდის“ მანქანას, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აკონტროლებს.

კრემლის კრიტიკოსი ომის საწინააღმდეგო მოძრაობას მოუწოდებს, დაძლიონ დაპატიმრების შიში და გავიდნენ ქუჩებში, რადგან მისი მოსაზრებით, „ეს ბრძოლა  უშედეგო ნამდვილად არაა“.

ალექსეი ნავალნი: იმპულსები მთელ საზოგადოებაში გაიზრდება, ამიტომ ანტისაომარი პროტესტი არ უნდა შეჩერდეს

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ალექსეი ნავალნი წერს, რომ „შეშლილ მანიაკ პუტინს ყველაზე სწრაფად ახლა რუსეთის ხალხი შეაჩერებს, თუკი ისინი ომის საწინააღმდეგოდ გამოვლენ და ეს რთული მარათონია. ბრძოლა გამოფიტვამდე, შიშითა და დაპატიმრებებით, მაგრამ ეს ნამდვილად არაა უსარგებლო ომი, არაა სასოწარკვეთის სიმბოლური ჟესტი“.

მისი თქმით, პუტინის პროპაგანდა „მალავს მსხვერპლის მასშტაბს და ცრუობს ომის და ნგრევის მიზეზებზე.“

„თუკი გამოკითხვებს დავუჯერებთ, კონფლიქტის დაწყებისას სამიდან ერთი ადამიანი ანტისაომარ მოძრაობას მხარს უჭერდა. ეს მონაცემი მანამდეა მოპოვებული, სანამ ომი ჩვენზეც აისახებოდა, სანქციებით და ეკონომიკური კატასტროფით. სანამ ომის ყველაზე შემზარავი საშინელება – შვილების კუბოები დედებს დაუბრუნდებოდა.“ – აცხადებს ალექსეი ნავალნი.

ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ომის გაპროტესტების გამო, რუსეთში 14,000-მდე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას OVD-Info ავრცელებს – არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც რუსეთში დაპატიმრებების პროცესს აკვირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g