რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების გამო, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მიმდინარე კვირას გეგმავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მათივე ცნობით, სანქციების დაწესება ევროკავშირთან კოორდინაციით მოხდება და ე.წ. “შავ სიაში” რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირები აღმოჩნდებიან.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლო 2014 წლიდან ედავება. მაშინ ნავალნის პირობითი სასჯელი მიესაჯა “ივ-როშესა” (30 მილიონი რუბლის გაფლანგვა) და “კიროვლეს” (16 მილიონი რუბლის გაფლანგვა) საქმეებზე.
2017 წელს გამოსაცდელი ვადა 2020 წლის 29 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. გასული წლის აგვისტოში, მოწამლული ალექსეი ნავალნი გერმანიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 17 იანვარს კი ის სამშობლოში დაბრუნდა.
ნავალნი მოსკოვის აეროპორტში 2021 წლის 17 იანვარს დააკავეს და 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ჟოზეფ ბორელი რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
დაპატიმრებას მოყვა ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები და აქტივისტების მასობრივი დაკავებები, მოწოდებები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებისა და ევროკავშირის მხრიდან, მუქარა რუსეთისთვის სანქციების გაფართოებაზე და სხვა.
ნავალნი, პროტესტი, დაკავებები: ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციების გაზრდაზე იმსჯელებს
ნავალნის დაკავება და აქტივისტების პროტესტის ჩახშობა ძალადობრივი მეთოდებით დაგმო “დიდმა შვიდეულმაც” – მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და დაგმეს ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრება.