LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსი პეტრიაშვილი : “ცივი წყალი ძალიან ბევრი მოდის”

101

ცივი წყალი ძალიან ბევრი მოდის, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა მისი ყოფილი თანაგუნდელების უკმაყოფილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა ზურაბ აბაშიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალექსი პეტრიაშვილს პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მათთან ერთად არ მიუღია და შესაბამისად, მისი განცხადება გაუკვირდა.
„ ირაკლის და მე ერთმანეთის გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჩვენ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ირაკლიმ პირველმა გააჟღერა თავისი მომავალი საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილება და შემდეგ ჩვენ. რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილს, მას გადაწყვეტილება ჩვენთან ერთად არ მიუღია. ეს ყველაფერი დაწერა ფეისბუქზე და იქედან გახდა ცნობილი ჩემთვისაც. რაც, რა თქმა უნდა, გამიკვირდა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g