LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Alfa Romeo ხუთ ახალ მოდელს გამოუშვებს

52
alfaromelo

იტალიურ კომპანია Alfa Romeo–ს სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს – ბრენდი 2026 წლამდე 5 სიახლეს გამოუშვებს – წელიწადში ერთი ახალი მოდელი აიწყობა. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ერთი ავტომობილი – ეს იქნება კროსოვერი tonale, რომლის წარმოებაც ამ წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, თუმცა შემდეგ გადაიდო, რადგან ჰიბრიდული აგრეგატის უკეთ დამუშავება სურთ. შედეგად პირველი ჰიბრიდი მომავალი წლის მარტში უნდა იყოს მზად და გაყიდვები 2022 წლის ივნისიდან დაიწყება.

გამოცემა Automotive News Europe–ისთვის მიცემულ ინტერვიუში Alfa Romeo–ს ხელმძღვანელმა დანარჩენი ოთხი მოდელის დასახლება არ ისურვა და ყველაფერი დიდი საიდუმლოებით ახსნა. ინსაიდერთა ცნობით, Tonale–ს შემდეგ უფრო კომპაქტური კროსოვერი BRennero გამოვა და პლატფორმას STLA Small–თან გაიყოფს.

მოდელი პოლონეთში მდებარე ქარხანაში აიწყობა. მოსალოდნელია ასევე, რომ ერთ–ერთი სამომავლო სიახლე გახდეს ფლაგმანი კუპე ლეგენდარული სახელით GTV, რომელსაც ჰიბრიდული და სრულად ელექტრონული ვერსიები ექნება. მოდელის წარმოებაში დაბრუნების შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 2018 წელს გახდა, თუმცა პრეზენტაციის შემდეგ მალევე, პროექტი ფინანსური პრობლემების გამო გაყინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g