LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალგეთის ეროვნულ პარკს ბირთვისის ბუნების ძეგლი შეემატა

634

ალგეთის ეროვნულ პარკს ბირთვისის ბუნების ძეგლი შეემატა. როგორც ”ფორტუნას” დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, გადაწყვეტილება პარლამენტმა უკვე მიიღო.

”ბირთვისის კლდეები არის ბუნებრივი ძეგლი. ის უკვე სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იქნება და განადგურება აღარ ემუქრება. იქნება მოვლილი, რადგან ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო და პოპულარული ადგილია” – განუცხადა ”ფორტუნას” დაცული ტერიტორიების მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია ჯინჯოლავამ.

ალგეთის ეროვნული პარკი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. პარკის ადმინისტრაციას გააჩნია მცირე ინფრასტრუქტურული ერთეული – საპიკნიკე შენობა თავის დამხმარე ნაგებობებით. ტაძრიდან იწყება ტურისტული ბილიკი ”სამეფო ქედი“, რომელიც მარკირებულია და მოიცავს არსებულ საპიკნიკეს. ადგილზე შესაძლებელია როგორც გიდის, ასევე ცხენების დაქირავება და ეროვნული პარკის დათვალიერება.

ვიზიტორს საშუალება აქვს ეროვნულ პარკს ესტუმროს წელიწადის ნებისმიერ დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g