„კაზინო „როიალის“ შემქმნელი, მარტინ კემპბელი, ცნობილი არაბული ზღაპრის, „ალი-ბაბა და 40 ყაჩაღის“ მიხედვით ფილმს გადაიღებს.
ცნობილი ხდება, რომ მოქმედება თანამედროვე ეპოქაში განვითარდება, მთავარი გმრიი კი იქნება მწერალი, რომელიც საერთაშორისო შეთქმულების ცენტრში მოხვდება და აღმოაჩენს, რომ მამამისი ალი-ბაბას ძვირფასეულობის ადგილსამყოფელის რუკას ფლობს. ის ცდილობს, რომ ყაჩაღებს მისი პოვნა დაასწროს და სპეციალურ ჯგუფთან ერთად განძის საძებრად გაემგზავრება.
პროექტზე მუშაობის თარიღები არ ხმაურდება.