LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალი და ნინოს“ მიხედვით გადაღებულ ფილმს ოქტომბერში ვიხილავთ (ვიდეო)

124

ყურბან საიდის ცნობილი რომანის „ალი და ნინო“ მიხედვით ფილმი გადაიღეს, რომელიც ოქტომბრის დასაწყისიდან კინოეკრანებზე გამოვა. მსოფლიო ბესტსელერი საქართველოშიც ძალიან პოპულარულია და წიგნის თაყვანისმცემლები სულმოუთქმელად ელოდებიან ფილმის ხილვას.

ინტერნეტში გამოჩნდა ფილმის პირველი თრეილერი, რომელმაც კინომოყვარულთა დიდი ყურადღება მიიქცია.

მთავარ როლებს განასახიერებენ: ადამ ბაქრი (ალი), მარიამ ველვერდე (ნინო ყიფიანი) და მენდი პეტინკინი (თავადი ყიფიანი). ფილმის რეჟისორი გახლავთ ასიფ კაპადია. სცენარი ეკუთვნის ქრისტოფერ ჰამფტონს, რომლის ცნობილ ნამუშევრებს შორისაა სცენარები ფილმებისთვის – „მონანიება“, „სახიფათო კავშირები“ და „სახიფათო მეთოდი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები