შვეიცარიაში მდებარე მდიდრული ვილა, რომელიც სავარაუდოდ, რუს ოლიმპიურ ჩემპიონს ალინა კაბაევას ეკუთვნის, გასაყიდად გაიტანეს. ვლადიმერ პუტინის პარტნიორად მიჩნეული ქალის მდიდრული სახლი 75 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად იყიდება, რაც დაახლოებით 75,5 მილიონ ამერიკულ დოლარს უდრის. ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული ვებგვერდი “დოსიე” იუწყება.
აშშ-მა ალინა კაბაევას სანქციები დაუწესა
მანამდე ალინა კაბაევა სასანქციო სიაში ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა შეიყვანეს.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, კავაებას არაერთი საერთაშორისო სანქცია შეეხო.
კერძო სახლი შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ მუნიციპალიტეტში, კოლონიში, მდებარეობს. მდიდრულ ვილას შვეულმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედანიც აქვს.