საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში თავისი გოგონას, ალისას შესახებ საინტერესო ამბავს გვიყვება.
„ალისა ეუბნება სოფოს – მგონი სანტა-კლაუსი მოგონილია. აბა თუ მოგონილი არაა, ირმებ-შებმული მარხილით როგორ დაფრინავს? ირმები ხომ არ დაფრინავენ.
ნუ ეს საახალწლო ჯადოსნობაა – პასუხობს სოფო.
კი მაგრამ ამდენ ბავშვებს რომ ურიგებს საჩუქრებს, ფული საიდან აქვს?,
სოფო – მუშაობს,
ალისა – ხოდა მინდა ვიცოდე ზუსტად სად მუშაობს და რა ხელფასს იღებს ისეთს რომ ამდენის დარიგება შეუძლია?,
ამ ბავშვმა 5 წლის ასაკში უკვე იცის, რომ უფასო ფული არ არსებობს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სოფო ნიჟარაძე ხშირად გვიზიარებს სოციალურ ქსელში, როგორც თავის პირად ფოტოებს და ვიდეოებს, ასევე, უსაყვარლესი ალისკას კადრებს, რომელიც დიდი მოწონებით და გულთბილი კომენტარებით სარგებლობს.
ვიდეო: „გეწყინა, მერე რა“ – ალისკა სააკაშვილი ცნობილ ტრენდულ სიმღერას მღერის
ფოტო: „უტკბილესები და ულამაზესები ხართ“ – სოფო ნიჟარაძე ანტალიიდან ახალ კადრებს გვიზიარებს
