რეჟისორმა ჯეიმს ბობინმა და პროდიუსერმა ტიმ ბერტონმა ნამდვილი ზღაპარი შექმნეს და ფილმის „ალისა საოცრებათა სამყაროში“ მომდევნო ნაწილის – „ალისა სარკის მიღმა“ თრეილერი წარმოადგინეს.
ფილმში მთავარ როლს კვლავ მია ვასიკოვსკა ასრულებს. პარტნიორობას კი მას ჯონი დეპი, ენ ჰეთევეი, მაიკლ შინი, საშა ბარონ კოენი და სხვა ცნობილი მსახიობები უწევენ.
ფილმის პრემიერა 27 მაისს შედგება.