„ლარა კროფტის“ შემქმნელებმა, სადაც მთავარ როლს ალისია ვიკანდერი ასრულებს, ახალი კადრები გაავრცელეს. 28 წლის შვედმა მსახიობმა ანჯელინა ჯოლი შეცვალა, რომელიც აღნიშნულ პერსონაჟს წლების წინ განასახიერებდა.
„როდესაც ეს როლი შემომთავაზეს, ძალიან გამიხარდა, რადგან ლარა კროფტი – საკულტო პერსონაჟია. ბევრმა გოგომ შეიძლება გაავლოს პარალელი საკუთარ ცხოვრებასთან, რადგან ლარა თავის ადგილს ეძებს ამ სამყაროში: ის ჯიუტი, მამაცი და ძალიან ძლიერია. ის მკვეთრად განსხვავდება ჩემი წინა როლებისგან. დიდი სიამოვნება მივიღე, როდესაც მის „თავში აღმოვჩნდი“.
ფილმი დიდ ეკრანებზე 2018 წლის გაზაფხულზე გამოვა.