LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალისია ვიკანდერისა და მაიკლ ფასბენდერის თაფლობის თვე გრძელდება (ფოტო)

151

გასული წლის ბოლოს, ალისია ვიკანდერი და მაიკლ ფასბენდერი იბიცაზე საიდუმლოდ დაქორწინდნენ. მას შემდეგ, გადატვირთული გრაფიკის გამო მათ განმარტოება ვერ შეძლეს და ამისთვის მხოლოდ ახლა, ნახევარი წლის შემდეგ მოიცალეს. წყვილი მექსიკაში, ოკეანის სანაპიროზე პაპარაცებმა დააფიქსირეს.

მსახიობები ბამბუკის ქოლგის ქვეშ ისხდნენ, საუბრობდნენ და ერთმანეთს კოცნიდნენ. ფაქტია, რომ რომანტიკა მათ შორის ურთიერთობიდან 3 წლის შემდეგაც არ გამქრალა.

შეგახსენებთ, რომ ფასბენდერისა და ვიკანერის რომანი 2014 წლის დეკემბერში დაიწყო. მათ ერთმანეთი ფილმის „სხივი ოკეანეებს მიღმა“ გადაღებებზე გაიცნეს.

კადრი ფილმიდან “სხივი ოკეანეებს მიღმა”
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები