LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ალლაჰ აკბარ, ტომ კრუზ!”-უცნობი მამაკაცი საიენტოლოგიური ეკლესიის აფეთქებით დაიმუქრა

112

აპრილში მომხდარი ინციდენტის გამო ტომ კრუზს რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესის პოლიციაში მისვლა მოუხდა. უცნობმა მამაკაცმა საიენტოლოგიურ ეკლესიაში დარეკა და განაცხადა, რომ აპირებდა, ეკლესიაში თავი აეფეთქებინა.

პოლიციის მასალის მიხედვით, უცნობმა ადამიანმა ტელეფონში დაიძახა „ალლაჰ აკბარ, ტომ კრუზ!“

საიენტოლოგიის აღმსარებელი ვარსკვლავი მისი ხსენების გამო პოლიციაში დაიბარეს. მისამართი, საიდანაც უცნობმა მამაკაცმა ეკლესიაში დარეკა, უკვე ცნობილია.

ტომ კრუზი საიენტოლოგიური ეკლესიის წევრი 1990 წლიდან არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g