მამაკაცური ტიპის სიმელოტე თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომელიც ვლინდება 40-50 წლამდე მამაკაცების თითქმის ნახევარში. ამ ტიპის სიმელოტე ძირითადად იწყება თმის ცვენით თავის გვირგვინსა და გვერდებზე. ზოგჯერ შეიძლება პროგრესირდეს მთლიან სიმელოტეში, თუმცა ეს იშვიათია.
მამაკაცური ტიპის სიმელოტე მემკვიდრეობითია. ქალური ტიპის სიმელოტის დროს კი, თმა ძირითადად თხემის არეშია შეთხელებული. ზოგიერთ ადამიანს უვითარდება თმის ცვენის უფრო ძლიერი ფორმა, როგორიცაა: სრული ალოპეცია (თავის ქალაზე თმის სრულად გაცვენა) უნივერსალური ალოპეცია (თმის სრულად გაცვენა თავზეც და ტანზეც). ქალბატონებში ალოპეცია შესაძლოა გამოიწვიოს: თირკმელზედა ჯირკვლის და საკვერცხეების ფუნქციის მოშლამ; მშობიარობის შემდეგ ესტროგენების დონის კლებამ; კონტრაცეპტივების ხანგრძლივმა მიღებამ. ანდროგენული ალოპეციის სიმპტომებია პირველადი თმის ცვენა შუბლისა და საფეთქლების არეში; შემდეგ თმა ცვენას იწყებს გვირგვინის ადგილას. ქალბატონებში განვითარებულ ანდროგენულ ალოპეციას შეიძლება ახლდეს შემდეგი სიმპტომები: სებორეა; აკნე; ჭარბთმიანობა.
იმისათვის, რომ დაავადების მკურნალობის მეთოდი დადგინდეს, ექიმი-ტრიქოლოგი ატარებს: თავის თმიანი ნაწილის საერთო დათვალიერებას; სისხლის ანალიზს ჰორმონებზე; ტრიქოსკოპიას (თმის კომპიუტერული დიაგნოსტიკა). ზოგ შემთხვევაში აუცილებელია ენდოკრინოლოგის და გინეკოლოგის კონსულტაციები. მკურნალობის კურსი მოიცავს ფიზიოთერაპიულ პროცედურებს გარე მოხმარების პრეპარატები (სისხლძარღვების გამაფართოვებელი, მასტიმულიერებელი, თმის გაძლიერებული კვების); მეზოთერაპია (მიკროინექციის შეყვანა); ვიტამინოთერაპია; თმის გადანერგვა; ჰორმონალური პრეპარატები. დაავადება კარგად იკურნება საწყის ეტაპებზე.
პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია: თმის დასაბანად გამოიყენოთ ხარისხიანი შამპუნი; თავის დასაბანად გამოიყენოთ მაქსიმუმ 30°-40°-მდე გაცხელებული წყალი; ნაკლებად გაიშროთ თმა საშრობით; არ დაივარცხნოთ სველი თმა; დაიცვათ ბალანსირებული კვების რაციონი; თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციებს.
თმის ცვენის ყველაზე მეტად გავრცელებული ტიპი, როგორიცაა მამაკაცური ტიპის სიმელოტე, არ საჭიროებს მკურნალობას, რადგან ის ასაკობრივი მოვლენაა და ჯანმრთელობასაც არავითარ საფრთხეს არ უქმნიან. თუმცა, ნებისმიერი ტიპის თმის ცვენა შეიძლება იყოს სტრესული, ამიტომ, თუ ეს გაწუხებთ, შესაძლებელია მიმართოთ ზოგადი პროფილის ექიმს.