LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალუდა ღუდუშაური: ნებისმიერ ასეთ დანაშაულზე იქნება უმკაცრესი პასუხი, როგორც აქამდე – ბადრი ესებუაც იქნება დაკავებული, გარწმუნებთ!

79
ალუდა ღუდუშაური

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, როგორც აქამდე, ნებისმიერ ასეთ მოქმედებაზე, დანაშაულზე იქნება უმკაცრესი პასუხი. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ძარცვის მცდელობის  ფაქტთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ნებისმიერ ასეთ მოქმედებას მკაცრი, ადეკვატური, კანონისმიერი პასუხი გაეცემა.

„ძალიან ცუდია, რომ თქვენი ტელევიზია და ის ტელევიზიები, რომლებიც პირდაპირ „ნაცმოძრაობას“ და იმ პოლიტიკურ ძალას უკავშირდებით, მორალური ფსკერის დაპყრობის თვალსაჩინო ნიმუშებსაც ყოველდღიურად ვხედავთ, ძალიან სამწუხაროა, რომ დღესაც ყველა ასეთი მოქმედება ცდილობთ, რომ როგორმე ხელისუფლებას და კონკრეტულად „ქართულ ოცნებას“ დაუკავშიროთ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს 2 ოქტომბერს, მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენი ტელევიზია, „ნაცმოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი და დანი და ძმანი მისნი, ვერ ეგუებით ამ წაგებას და აქედან გამომდინარეა ეს ისტერია.

ნებისმიერ ასეთ მოქმედებაზე, ნებისმიერ ასეთ დანაშაულზე იქნება უმკაცრესი პასუხი, როგორც აქამდე. ყველაფერს ცდილობთ, რომ ნებისმიერი ნეგატივი „ქართულ ოცნებას“ მიაწებოთ, რაც არ გამოგივათ!

ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებით ვართ შეურიგებლები და ნებისმიერ ასეთ მოქმედებას გაეცემა მკაცრი, ადეკვატური, კანონისმიერი პასუხი. ბადრი ესებუაც იქნება დაკავებული, გარწმუნებთ!“- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში მძევლები იმყოფებიან. სამართალდამცველები ადგილზე შესაბამის ღონისძიებას აწარმოებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g