LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალუდა ღუდუშაური: „ნეტა, მოგზაურობის დრო მქონდეს… კი, აშშ-ის ვიზა მაქვს – რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა, მათ შორის ამერიკაში, მაგრამ თქვენ არ იცით და გეტყვით, ჩემი ქვეყანა უფრო მეტად მიყვარს“

140
ალუდა ღუდუშაური

„პარტნიორები და მითუმეტეს, სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთს სანქციებითა და შეზღუდვით არ უნდა ელაპარაკებოდნენ – რაც შეეხება ვიზების საკითხს, არ ვიცი, მსგავსი შეტყობინება ვის მიუვიდა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადება შეაფასა. ღუდუშაურს იმედი აქვს, რომ ელჩი ყველაფერს გააკეთებს, რადგან თავად თქვა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის ყველაფერს გააკეთებდა.

„პარტნიორები და მითუმეტეს, სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთს სანქციებითა და შეზღუდვით არ უნდა ელაპარაკებოდნენ. ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკელი ხალხი არის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა. ეს ყველაფერი კონტრპროდუქტიული იქნება.

„სანქციები, სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება მმართველ გუნდზე, ესეც არის ის, რომ სული ჩაუბერონ გონებამიხდილ ოპოზიციას, რომ როგორმე მათი რეანიმაცია მოახდინონ“ – დიმიტრი ხუნდაძე

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მიდგომა გადაიხედება. რაც შეეხება ვიზების საკითხს, არ ვიცი, მსგავსი შეტყობინება ვის მიუვიდა. ვისაც ვიზა არ აქვს, ვერ მიიღებსო, სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია გარდა იმისა, რომ ეს ნაბიჯი დააზიანებს და ხელს არ შეუწყობს იმ ურთიერთობას, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს გაცხადებული – საქართველო ამერიკას პარტნიორ ქვეყნად მიიჩნევს და ამერიკელი ხალხი ქართველების მეგობარია და პირიქით.

შესაბამისად, ასეთი ნაბიჯები გულდასაწყვეტია და ვისურვებდი, რომ სიტუაციის შეფასება რეალურად მოხდეს. იმედს ვიტოვებ, რომ ელჩი ყველაფერს გააკეთებს, რადგან თავად თქვა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის ყველაფერს გააკეთებდა.

იმედია, ელჩი თავის სიტყვას შეასრულებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა პარტნიორები ერთმანეთს ასეთი ფორმით კი არ ესაუბრებოდნენ, არამედ ეს ურთიერთობა გადაიტვირთება. ამ ურთიერთობის გადატვირთვის შემდეგ სივრცე არ უნდა ჰქონდეს იმას დატოვებული, რომ ერთმანეთს რაღაც სანქციებით და შეზღუდვებით ვესაუბროთ”, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

„ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ზოგიერთი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტია და თითქოს ვცდილობთ რევოლუციის წახალისებას ამ ქვეყანაში, თითქოს ჩვენ გვაქვს ბოროტი ზრახვები. ნამდვილად გულდასაწყვეტია ამის მოსმენა“ – რობინ დანიგანი

„გულსატკენი და იმედის გამაცრუებელია ნარატივის მოსმენა, რომელიც ცდილობს სიმართლისგან განსხვავებული სურათის დახატვას. მინდა გავიმეორო აშშ-ს ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ გახდეს ევროკავშირის წევრი“ – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ საინაუგურაციო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, მას ამერიკის ვიზა აქვს, მოგზაურობაც უყვარს, თუმცა, უფრო მეტად მისი ქვეყანა:

„კი, ვიზა მაქვს. რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა? – დიახ, მათ შორის ამერიკაში, მაგრამ თქვენ არ იცით და გეტყვით, უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა, ბევრი ვაი ოპოზიციონერისგან განსხვავებით, რომლებიც დარბოდნენ და ამბობდნენ, ვიღაცას სანქცია დაედება და ვერ იმოგზაურებსო.

ბევრი ქვეყანაა საინტერესო და ნეტა, მოგზაურობის დრო მქონდეს. ვინ სად იმოგზაურებს, ვინ რას მიირთმევს, ვინ რას ჩაიცვამს, ეს თქვენი საქმე არ არის. თქვენ იმით დაკავდით, რომ 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ იმას, რომ რადიკალ ოპოზიციაზე გავიმარჯვებთ”. – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, მას ვეღარ მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g