LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალუდა ღუდუშაური: „სალომე ზურაბიშვილს ჟარგონულად, „ნაციონალური მოძრაობის” ენაზე ვუპასუხებ – ტოლი ნახოს, რაის სალომე ზურაბიშვილი და რაის დებატები, რეიტინგით და ავტორიტეტით მას ლევან ხაბეიშვილმაც კი გაუსწრო“

156
ალუდა ღუდუშაური

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას, უმრავლესობის დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ეხმიანება.

„ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის და რას უკეთებს ამ ქვეყანას“ – პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენციის შეფასების დროს ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ „ეს აბსოლუტურად უმორალო საუბარი იყო“.

„სალომე ზურაბიშვილს ჟარგონულად, „ნაციონალური მოძრაობის” ენაზე ვუპასუხებ: ტოლი ნახოს! რაის სალომე ზურაბიშვილი და რაის დებატები, რეიტინგით და ავტორიტეტით მას ლევან ხაბეიშვილმაც კი გაუსწრო…

თურმე მიხეილ სააკაშვილის და გიგი უგულავას ტანის და სხვადასხვა ადგილების კორექციისთვის დახარჯული და ჰაერში გასროლილი ჩვენი თანამოქალაქეების ათეულობით მილიონი ლარი „პიჯაკების საქმე“ ყოფილა. ვინ მისცა ზურაბიშვილის უფლება, ისეთ შეფასებას აკეთებდეს, თითქოს ეს არაფერი არ არის და თითქოს ეს პიჯაკების საქმეა. ეს არის აღმაშფოთებელი, ამით ყველაფერი ნათქვამია!

დღეს ეს ადამიანი ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი საჭიროება დაანახოს. თურმე ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ინტერესები დაუზიანებია, თურმე საქართველოს ინტერესებს ბიძინა ივანიშვილი არ ემსახურება და სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ემსახურებიან. როგორ შეიძლება ადამიანი ასე დეგრადირდეს, რომ ოღონდაც კოლექტიურმა, რადიკალმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიფაროს და კალთა გადააფაროს, ისეთ აბსურდებს ამბობს, რაც ჩვენ მოვისმინეთ. აბსოლუტურად უმორალო საუბარი იყო.

როგორ ბედავს ზურაბიშვილი როცა ამბობს – „მე ხალხს იმისთვის არ ავურჩევივარ“, ვეტყვი, რომ ის ხალხს საერთოდ არ აურჩევია. უნდა გაიგოს, რომ ის ქართველ ხალხს არ აურჩევია.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, სალომე ზურაბიშვილიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება. ისე მწარედ დამარცხდებიან, წარმოდგენაც კი არ აქვთ“, – თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. დებატებთან დაკავშირებით განცხადება სალომე ზურაბიშვილმა 5 აგვისტოს, ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა ახსნა თავისი ზოგიერთი პოზიცია, თუ რას „რას ერჩის“ ქვეყანას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g