LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალვანში, მამის მკვლელობისა და ცხედრის დამარხვის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

142
დაკავება

ალვანში, მამის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ პავლე ლაგაზიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა პროკურორმა დააყენა, რაც მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ სრულად დააკმაყოფილა.

გამოძიების ვერსით 32 წლის პავლე ლაგაზიძემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკების დროს ბლაგვი საგანი მამას თავში რამდენჯერმე დაარტყა, ხოლო, კვალის დაფარვის მიზნით, მამის ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა, მის წინააღმდეგ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები