საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტზე, უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრობს.
„ეს გავრცელებული ფორმა პროტესტისა, ე.წ. იდეური აქტივიზმი. ეფექტური ფორმაა, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რადგან ეს ქმედება კანონმდებლობით დასჯადია და გულისხმობს, კომპიუტერულ ქსელში უკანონო შეღწევას. ამ ქმედების მიზანი იყო შესაბამისი მესიჯის მიტანა საზოგადოებამდე, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებლობას არ დათმობს და საქართველოს ევროპის ნაწილია.
ჯერჯერობით, ჩვენ არ ვიცით, საერთოდ „საქართველოს ბანკის“ სისტემა გატყდა თუ ხმოვანი მდგენელი ამ სისტემისა. შესაძლოა, სულაც არ არის „საქართველოს ბანკის“ მასივებთან დაკავშირებული – ეს ერთი საკითხი და მეორე საკითხი – თავად ის გარემოება, რომ გარკვეული აპარატი გატყდა ეს არ ნიშნავს „საქართველოს ბანკის“ ძირითადი მასივების კომპრომეტაციას, აქ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ აპარატებში უამრავი გადამხდელის ინფორმაციაა მოთავსებული – ხომ არ დადგა ისინიც რისკის ქვეშ?“, – აცხადებს ანდრო გოცირიძე.