LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ბავშვი 30-ს მერე სჯობს გააჩინო, უფრო იღლები, მაგრამ უფრო მეტი მოთმინება და გააზრება გაქვს…“ – რას ურჩევს მამაკაცებს ნუკი კოშკელიშვილი

265
cb7498b5-ee9b-477e-91a7-19b7a1c27f87

ნუკი კოშკელიშვილი მეორე ბავშვის შეძენის შემდეგ სირთულეებზე და ღამის თენების სიმძიმეზე წერს, თუმცა დასძენს, რომ ეს ყველაფერი მას და მის მეუღლეს, ბენს, ძალიან ტკბილად გაახსენდებათ:

„ზუსტად ვიცით, ეს უძილო ღამეებიც ტკბილად გაგვახსენდება და მოგვენატრება ეს დაღლილობაც… ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ბავშვი 30-ს მერე სჯობს გააჩინო, უფრო იღლები, მაგრამ უფრო მეტი მოთმინება და გააზრება გაქვს…

მამაკაცებო, თქვენ კი გეტყვით რომ თუ გინდათ, გქონდეთ კარგი ოჯახი და მყარი ურთიერთობა, სწორედ ამ დროს არის ყველაზე მეტად საჭირო თქვენი დახმარება.

1. არ დაიზაროთ და სულ ცოტა ხანი გამოართვით მეუღლეს ბავშვი 2. ცოტა თუ უხასიათოდ არის თქვენი ცოლი, ეცადეთ, გააცინოთ და ისე ჰკითხოთ, რა აწუხებს, არ აგრძნობინოთ, რომ გაწუხებთ მისი უხასიათობა. 3. არ დაარიგოთ ჭკუა მას მერე, რაც 5 წუთი დაიჭერთ ბავშვს და არც თავი შეიქოთ. უბრალოდ, დაუფასეთ რასაც აკეთებს, ზოგჯერ მხოლოდ სიტყვიერი დაფასება და აღიარებაც კმარა, რომ მეუღლემ იცოდეს, მის გვერდით ნამდვილი მამაკაცია…

აბა?! თქვენ კაცის სიძლიერე რამე სხვა გგონიათ?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g