დღეს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. 47 წლის ქალმა, რომელსაც ახლახან ნანატრი ტყუპები შეეძინა, კორონავირუსი ვერ გადაიტანა და დაიღუპა…
ნატო ფხაკაძის შესახებ სტატუსს მისი ექიმი, ლელა ირემაძე აქვეყნებს:
„ჩემთვის უმძიმესი წუთები, თითქოს დედამიწა გაჩერდა….. ჩემი უსაყვარლესი პაციენტი ნატო ფხაკაძე აღარ არის….
ერთად ბევრი ვიბრძოლეთ, ერთად დიდი გზა გავიარეთ. ამ ბრძოლაში მან გაიმარჯვა და ნანატრი ტყუპები გააჩინა, როგორ უნდოდა, როგორ ნატრობდა, მაგრამ ვერაგმა Covid19-მა არ დააცალა მათი მოფერება.
რა უსამართლობაა????.
ნათელში განისვენე.
მე შენ მუდამ მემახსოვრები.
შენი ექიმი „ლელუ“ როგორც მეძახდი“