„ამ ბრძოლაში უფრო სუსტები რომ შევდივართ, ეს არის იმათ კისერზე, ვისაც აქამდე შეეძლო რამე ექნა და არ გააკეთა, ან ეგოცენტრიზმის ან იდიოტიზმის ან სხვა ბევრი რამის გამო“ — ამის შესახებ დრამატურგმა პაატა ციკოლია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება ახლა კრიზისშია, რომელსაც მართვა სჭირდება.
„ჩემს ადგილს ვერ ვპოულობ, ყველამ რომ ჩვენი ადგილი ვიპოვოთ, რაიმე კოორდინაცია, კოოპერაცია უნდა შეექმნათ. ყველასგან ხელდასმით, ერთი მოლაპარაკე თავი რომ ყოფილიყო. ერთად ვერ დასხდნენ და ერთიანი განცხადება ვერ გააკეთეს, რას უნდა ველოდოთ მათგან? გამოსავალი ერთია, ბრძოლა მაინც გაგრძელდება და ქართული საზოგადოება არ შეურიგდება ამ სინამდვილეს“, – განაცხადა პაატა ციკოლიამ.