LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ დღეებში არ დარჩენილა ნაცნობი, ვისაც არ უკითხავს, რას ვფიქრობ უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე. პასუხად ჩემს ამბავს ვყვები…” – რას წერს ნანა გეგეკჭორი

257
BeFunky-collage (8)

უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობა იმატებს. გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდნის თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება. ამ ფონზე უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოსტები არ წყდება. რუსეთის მოსალოდნელ პროვოკაციებსა და კრემლის პოლიტიკას ეხმიანება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“სამსახურში და უცხოელ მეგობრებთან ხშირად მისაუბრია რუსეთ-საქართველოს ომზე. ამ დღეებში არ დარჩენილა ნაცნობი, ვისაც არ უკითხავს, რას ვფიქრობ უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე. პასუხად ჩემს ამბავს ვყვები.

რუსეთი არც ცდილობს მიდგომები დახვეწოს, შენიღბოს, ახალი სამხედრო თუ პოლიტიკური ტაქტიკა გამოიყენოს. ისევე ანადგურებს ყველაფერს როგორც ამას ასეული წლები სჩადიოდა მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში.

ღიად, ცინიკურად ისაკუთრებს იმას რაც მისი არასდროს ყოფილა. ყველგან, სადაც შეაბიჯებს მიაქვს ნგრევა, სიკვდილი, კორუფცია, უპერსპექტივობა.

ჩემი პასუხი თანამშრომლების კითხვაზე, რა შედეგებს უნდა ველოდეთ თუ უკრაინა რუსეთის აგრესიას ვერ გადაურჩება, არის ამ ფოტოებში. ასე მარტივად იგებენ, რომ იქ სადაც რუსეთია არის სიკვდილი, სიცარიელე და არასდროს არ არის ადამიანის ადგილი.

ადამიანი, როგორც ღირებულება რუსული გავლენის არეალში აღარ არსებობს.

საქართველოს, უკრაინას, კავკასიის ქვეყნებს აქვთ ძალიან მარტივი არჩევანი. ვირჩევთ დამოუკიდებლობას, დემოკრატიულ ღირებულებებზე აშენებული საზოგადოებით ან მონობას, კორუფციით, ჩაგვრით, უსამართლობით, სიღარიბით.

პირველ შემთხვევაში თქვენი შვილები იცხოვრებენ ქვეყანაში, სადაც საკუთარი შესაძლებლობების და შრომის საპირწონე მომავალს აიშენებენ, მეორე გზა კი გთავაზობთ ქვეყანას სადაც არავის აქვს პერსპექტივა. საკუთარი უნარების სწორად განვითარებისა და სტაბილური, მშვიდი ცხოვრების ასაშენებლად თქვენს შვილებს მოუწევთ შორეულ ქვეყნებში გადახვეწა.

თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში შრომით, სწავლით და პატიოსნებით მშვიდი და ეკონომიურად სტაბილური

ყოველდღიურობა გექნებათ, რუსული საქართველო საოკუპაციო ხაზს მიღმაა და თვალსაჩინოებისთვის ფოტოებზე შეგიძლიათ იხილოთ….” , – წერს ნანა გეგეჭკორი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g