LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ დღეს ძალიან დიდი ხანია ველოდები“ – 6 დეკემბერს აჩიკო ნიჟარაძის პირველი სოლოკონცერტი გაიმართება

1384
აჩიკო ნიჟარაძე

6 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში აჩიკო ნიჟარაძის პირველი სოლოკონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: „თეატრალურის კვარტეტი“, „ქართული ხმები“, ნათია პერანიძე, მარიკა ოსიტაშვილი, გორის ცინცაძის სახელობის მუსიკალური კოლეჯის გოგონათა გუნდის ხელმძღვანელი, ნინო წიკლაური.

ოპერისა და ბალეტის ორკესტრი, ხელმძღვანელი ნიკა ნიკვაშვილი.

„ამ დღეს ძალიან დიდი ხანია ველოდები და როგორც იქნა, დადგა. შემიძლია ვთქვა, რომ 6 დეკემბერს უკვე ყველაფერი დაგეგმილია. პროფესიონალები მიმაგრებენ ზურგს. ცოტათი ვღელავ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. მუსიკალური მხარე ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია მე ვიყო კარგ ფორმაში“, – ამბობს აჩიკო ნიჟარაძე.

კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი ქეთი გაბისიანი, დამდგმელი რეჟისორი და მხატვარი კი ბაკურ ბაკურაძე არიან.

კონცერტის მხარდამჭერები არიან რადიო ,,ფორტუნა” და რადიო ,,არ დაიდარდო”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g