LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ დღეს გნახე ბოლოჯერ… ერთ კვირაში უნდა ჩამოსულიყავი, დღეებს ვითვლიდი და ახლა უსასრულოდ უნდა ვითვალო დღეები, თვეები და წლები, თუ როდის შევხვდებით“ – რას წერს მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე

312
უტა ელიავა

14 მაისის ღამით, თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ სამი ადამიანი იმსხვერპლა – ავტომობილში, რომელიც მტკვარში გადავარდა, ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა. მაშველებმა ერთი მგზავრის გადარჩენა შეძლეს. გარდაცვლილებს შორის იყო უტა ელიავაც, რომელსაც მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

უტა ელიავას მეუღლე, გვანცა გოროზია სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვლილ მეუღლეს მიმართავს.

„ტკივილი დღითი დღე იმატებს… ჯოჯოხეთია უშენობა…“ – მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე

„ამ დღეს გნახე ბოლოჯერ… არ უნდა გამეშვი. როგორ მინდოდა არ წასულიყავი. 11 მაისი იყო და სამ დღეში,14-ში წამართვეს შენი თავი უტი… ეგ დილა არასდროს არ დამავიწყდება…

როცა გავიგე მარტო შენი სახელი თქვეს უტა, იქვე ფეხქვეშ მიწა გამომეცალა…

1 კვირაში უნდა ჩამოსულიყავი, დღეებს ვითვლიდი და ახლა უსასრულოდ უნდა ვითვალო დღეები, თვეები და წლები, თუ როდის შევხვდებით ჩვენ, მე და შენ ერთმანეთს…

მინდა მაგრად ჩაგეხუტო და არსად გაგიშვა“, – წერს გვანცა გოროზია სოციალურ ქსელში.

„დღეს უკვე 40 დღეა, რაც ცა შენი სახლი გახდა, არასოდეს დაგივიწყებთ…და სანამ ამ ქვეყანაზე ვსუნთქავთ – შენი სახელი სიყვარულით იცხოვრებს ჩვენს გულებში“ – მტკვარში ტრაგიკულად დაღუპული უტა ელიავას მეუღლე

ამ დღეს გნახე ბოლოჯერ… არ უნდა გამეშვი💔 როგორ მინდოდა არ წასულიყავი💔 11მაისი იყო და სამ დღეში,14ში წამართვეს შენი თავი…

Posted by Gvantsa Uta on ხუთშაბათი, 03 ივლისი, 2025

„ბავშვობის მეგობრებიდან მხოლოდ ერთი გადაურჩა სასწაულებრივად სიკვდილს“ – ვინ არის ბიჭი, რომელიც მტკვარში ავტომანქანის გადავარდნის დროს ცოცხალი ამოიყვანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g