LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ დისკუსიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ პარლამენტს საერთაშორისო აღიარება არ ექნება, რადგან მიტაცებული არჩევნებით საქართველომ ევროინტეგრაციის შანსი დაკარგა“ – ანა წითლიძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე

125
ანა წითლიძე

ევროპარლამენტში, საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე ეხმიანება.

„26 ოქტომბრის არჩევნები გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით“ – როგორ აფასებენ ევროპარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს

ანა წითლიძის შეფასებით, „ამ დისკუსიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ პარლამენტს საერთაშორისო აღიარება არ ექნება, რადგან მიტაცებული არჩევნებით საქართველომ ევროინტეგრაციის შანსი დაკარგა“.

„ძალიან მძიმე მოსასმენი იყო დებატები ევროპარლამენტში, როდესაც ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და როდესაც ჩვენ ევროპელი პარტნიორები არჩევნებამდეც გვეუბნებოდნენ, რომ ევროკავშირის კარი არის ღია თუ საქართველო იქნება დემოკრატიული და თუ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წყალობით, ჩვენ მივიღეთ ის, რომ გუშინ ევროპარლამენტში საუბარი იყო იმაზე, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი. ევროპარლამენტარები დეტალურად საუბრობდნენ ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც, მათ შორის, საკუთარი თვალით იხილეს. ამომრჩევლის დაშინებაზე, ზეწოლაზე, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე, ბიულეტენების ჩაყრაზე, ფარულობის პრინციპის ტოტალურ დარღვევაზე, ამ ყველაფერზე დისკუსიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ პარლამენტს საერთაშორისო აღიარება არ ექნება, რადგან ამ მიტაცებული არჩევნებით საქართველომ დაკარგა ევროინტეგრაციისა და განვითარების შანსი, ეკონომიკური კეთილდღეობის შანსი, რომელიც თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის უნდა ყოფილიყო მიმართული“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისათვის, ევროპარლამენტში, საქართველოსთან დაკავშირებით დებატები 13 ნოემბერს გაიმართა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და ევროპარლამენტარებმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g