LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ეტაპისათვის პანიკის საფუძველი არ არის“ – აუქმებს თუ არა Wizz Air საქართველოში ბაზას

136
kutaisi-wizz-air

აუქმებს თუ არა კომპანია Wizz Air ქუთაისში არსებულ ბაზას, ახლო მომავალში გახდება ცნობილი. თუმცა, ამ ეტაპზე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ Wizz Air საქართველოში ბაზას დროებით აუქმებს. ავიაკომპანიას ამ საკითხზე ოფიციალური მიმართვა ჯერ არ გაუკეთებია.

ამავე თემას ეხმაურება სოციალურ ქსელში, ავიაციის სექტორის წარმომადგენელი თამუნა თანდაშვილი. ის განმარტავს, რომ ბაზირების მიღმა კიდევ არსებობს რეგულარული რეისები და ამ ეტაპისათვის პანიკის საფუძველი არ არის.

Wizz Air-ის ბაზირებასთან და ფრენების მართვასთან დაკავშირებით:

– არც ერთი ავიაკომპანია არ მიიღებს კომერციულად მაღალი რისკების მქონე გადაწყვეტილებას კრიზისის დროს – ამხელა პაუზის შემდეგ, მომგებიან რეისებს გახსნიან მხოლოდ და ისურვებენ უპირატესობას, ფინანსურ დახმარებას და წახალისების პაკეტებს;

– ყველა ავიაკომპანია შეეცდება, მისთვის კომერციულად მომგებიან მიმართულებებზე ფრენების დაწყებას, მხოლოდ ქსელში ბევრი ქვეყნის არსებობა არ იქნება პრიორიტეტული;

– საავიაციო პოლიტიკის სტრატეგიული მოლაპარაკებები, მაღალი დონის და დიდი მნიშვნელობის არის, არ წყდება მხოლოდ კომერციულ ორგანიზაციებს შორის – აეროპორტსა და ავიაკომპანიას შორის მაგალითად…

– Wizz Air-ს გლობალურად აქვს აგრესიული დაბრუნების პოლიტიკა არჩეული და ყველა ქვეყანასთან რა თქმა უნდა შეეცდება კომერციულად მომგებიანი სტატუსით ფრენას;

– ბაზირებული ხომალდი თუ არ დაფრინავს სრული დატვირთვით, ხარჯიანია ავიაკომპანიისთვის;

– სრული დატვირთულობით, ერთბაშად ყველა მიმართულებაზე რომ აღადგინოს ფრენა, პანდემიის დიდი რისკის ქვეშ ვექცევით;

– ბაზირების მიღმა, რეგულარული რეისებია და პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არის, მოლაპარაკება მიდის” – ამბობს თამუნა თანდაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის ბაზას აუქმებს.

Wizz Air 2012 წელს გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე და ქუთაისის აეროპორტიდან პირველი რეისი კიევის მიმართულებით შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g