LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ეტაპისთვის მაკრო წარმატება მოპოვებულია – საერთაშორისო საზოგადოებამ, პროგრესულმა დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა გაყალბებული არჩევნები არ აღიარეს – ეს პარლამენტი ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს“ – ნიკა მელია

122
ნიკა მელია

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, „ამ ეტაპისთვის მაკრო წარმატება მოპოვებულია – საერთაშორისო საზოგადოებამ, წამყვანმა პროგრესულმა დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა გაყალბებული არჩევნები არ აღიარეს“.

მისი განცხადებით, „ეს არაღიარების პოლიტიკა საერთაშორისო დონეზე მყარი და განგრძობადი იქნება – ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ მას არ სურს ამ პარლამენტის ფუნქციონირება“.

მისი შეფასებით, საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ გააჩნია და იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციური სუბიექტები ერთსულოვნები იქნებიან, პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით.

„მჯერა, რომ მთელი ოპოზიცია ერთსულოვანი იქნება ბოლო წუთამდე – არ შეიძლება პარლამენტს მისცე ლეგიტიმაცია, რომელსაც მსოფლიო და ქართველი ხალხი არ აღიარებს, ამიტომ იქ ვის რა ესაქმება? უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები! ოღონდ ეს ყველაფერი „ქართული ოცნებისა“ და ცესკოს გავლენის პირობებში გამორიცხულია.

სულ უფრო მეტი განცხადებებია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით, ეს არის ერთის მხრივ, ტრაგიკული ვითარება, როდესაც შენი სტრატეგიული პარტნიორი დგება და ამგვარ პოზიციას აფიქსირებს, რომ ქვეყანაში საერთაშორისო გამოძიებაა ჩასატარებელი და მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ შეფასება გააკეთოს, რამდენად დაირღვა 9-პუნქტიანი გეგმის- მე-4 პუნქტი, სადაც მკაფიოდ იყო გაწერილი, რომ 2024 წლის არჩევნები კონკურენტუნარიან, თავისუფალ და სამართლიან გარემოში უნდა წარმართულიყო.

ჩატარდა მსგავსი არჩევნები? – ბუნებრივია არა! ამასთან მიმართებითაც ევროკომისიას ექნება თავისი შეფასება, რომელიც არანაკლებ მძიმე იქნება, როგორც საერთაშორისო გამოძიების მიერ დადებული დასკვნა.

ხელისუფლება არის არალეგიტიმური და არალეგიტიმური ხელისუფლება, პროკურატურა და მოსამართლე ვის დაიბარებს გამოკითხვაზე საინტერესო არ არის, ეს არის ბრძოლის პროცესი, რომელშიც ვმონაწილეობთ და ხელისუფლება თავის ბერკეტებს იყენებს. მთავარია, რომ მსოფლიოს მიერ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურად არის მიჩნეული და საერთაშორისო გამოძიების საკითხიც საერთაშორისო დონეზეც არის დაყენებული“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g