“ამ ეტაპზე, 85 მგზავრს ბილეთი სასურველი მიმართულებით უკვე აქვს გადაცვლილი” – ასე ეხმაურება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის აეროპორტში ბერლინის რეისთან დაკავშირებით მომხდარს.
ქარქაშაძის განცხადებით, “ვიზეარი” დათანხმდა მგზავრებისთვის ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლას.
“ჩვენ თვალწინ გაფრინდა თვითმფრინავი” – Wizz Air ქუთაისიდან ბერლინში 87 მგზავრის გარეშე გაემგზავრა
“ქუთაისი-ბერლინის რეისზე 87 მგზავრი გამოცხადდა დაგვიანებით, როდესაც რეგისტრაცია ბერლინის რეისზე დასრულებული იყო და იწყებოდა 98 მგზავრის ჩასხდომის პროცედურა. იცით, რომ დასავლეთში არის ძლიერი თოვა და ყინვა. ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რომ გზებზე შეფერხებების გამო დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან. ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ „ვიზეარი“ დათანხმდა ამ 87 მგზავრისთვის ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლას თანხის დამატების შემთხვევაში. საუბარია, დაახლოებით, 300 ლარზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მგზავრებს, დაიჭირონ თადარიგი და დროულად, ან უფრო ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში რეგისტრაციაზე. ამ ეტაპზე, 85 მგზავრს ბილეთი სასურველი მიმართულებით უკვე აქვს გადაცვლილი”, – განმარტავს ირაკლი ქარქაშაძე.
მარიკა ბაკურაძე: „აი, ასე ვართ დაყრილი ქუთაისის აეროპორტში 87 ადამიანი…“