ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საზოგადოებას ახალი ფონდის გახსნის შესახებ ინფორმაციას უზიარებს და წერს, რომ ოპტიმისტური პროგნოზით ამ ფონდის გახსნას დღეები სჭირდება.
„ნანუკას ფონდს, ადამიანების სიცოცხლე, სწორედ თქვენით გადაურჩენია, ერთ საათში უკრაინას 800 ათასი ლარი თქვენ შეუგროვეთ. ახლა საქართველოს დროა.
გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ ნანუკას ფონდი, ანგარიშის ნომრები კომენტარებშია.
ეს ანგარიშის ნომრები უკვე განულებულია. სამ საათში ერთხელ განვაახლებ ინფორმაციას ჩარიცხული თანხების შესახებ.
ასევე, დაიდება ინფორმაცია სად, რამდენი გადაირიცხა. ყველა გადარიცხვა, პირადი ინფორმაციის დაფარვით დაიდება საჯაროდ.
ვინ ჩარიცხავს ანგარიშზე თანხას ანონიმურია. რაოდენობა საჯარო. ამ უკანასკნელის შესახებ ინფორმაცია საათობრივად განახლდება.
ფონდიდან თანხის ჩარიცხვა შესაძლებელი იქნება:
1. ქუჩაში დარჩენილი ადამიანებისთვის საკვების მიწოდება.
2. ფიზიკურად დაზიანებული ადამიანებისთვის საავადმყოფოს ხარჯები. ასევე, ყველა ხარჯი რაც ჯანმრთელობის აღდგენასთანაა კავშირში.
3. ღია ცის ქვეშ დარჩენილი ადამიანებისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთების შეძენა.
ფონდს, ამ ამბების ირგვლივ შექმნილი ბორდი ეყოლება. ბორდის წევრებს ექნებათ სრული წვდომა ფინანსურ ინფორმაციაზე და ასევე, გავლენა გადაწყვეტილებებზე.
ბორდის წევრები იქნებიან.
1. Lado Apkhazava-მასწავლებელი
2. Teona Tskhomelidze– ჟურნალისტი
ბორდს კიდევ დაემატება ორი წევრი, პროცესი დროს ითხოვს და ახლა დრო არ გვაქვს. ამიტომ პარალელურად შეგატყობინებთ.
პ.ს. იმედია არ დარჩით არავინ, ვისაც გეშინიათ, რომ ნაცების დაფინანსებულს დაგიძახებენ. ამ ფონდს ქოცების შვილებიც გადაურჩენია. მათ შორის ისეთი ქოცების, ჩემს არჩევნებზე მოწინააღმდეგე გუნდის შტაბებს რომ ხელმძღვანელობდნენ. ეს ხალხის ფონდია და არა პარტიის. აქ პარტიულობა არ არსებობს.
როც თანხას გდმორიცხავთ, დანიშნულებაში ჩაწერეთ რომელიმე.
ადამიანის უფლებათა დაცვა,
სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა.“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
მეგობრებო, ახალი ფონდის გახსნას დღეები სჭირდება. ესეც ოპტიმისტური პროგნოზით. ნანუკას ფონდს, ადამიანების სიცოცხლე,…
Posted by Nanuka Zhorzholiani on Wednesday 1 May 2024